top of page

რა არის მატერპორტი?

მატერპორტი ეს არის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც 3D ლაზერის მეშვეობით ქმნის რეალური შენობის ან გარემოს ვირტუალურ ციფრულ კლონს, ორეულს 99%-იანი სიზუსტით. შესაბამისად, ეს ტექნოლოგია ზედგამოჭრილია ისეთი ბიზნესებისთვის, როგორებიცაა

  • უძრავი ქონება

  • არქიტექტურა

  • მშენებლობა

  • სასტუმროები

  • რესტორნები

  • ტურიზმი

  • დაზღვევა

  • გამოფენები

  და ა.შ

რას ნიშნავს 3D ვირტუალური 360° ტური?

ვირტუალური ტური ეს არის არსებული შენობის ან გარემოს დასკანირების შედეგად მიღებული ზუსტი ვირტუალური ასლი, რომლის დათვალიერება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ვირტუალური ტური ინტერაქტიულია, რაც დამთვალიერებელს აძლევს საშუალებას თავისი სურვილის მიხედვით იმოძრაოს შენობის შიგნით, გაჩერდეს, დააკვირდეს, დატრიალდეს და მიიღოს ინფორმაცია ამა თუ იმ დეტალზე, ამავდროულად კი ზუსტად აღიქვას შენობის თუ გარემოს მასშტაბი და ზომები.

ვყიდი უძრავ ქონებას ან ვფლობ სასტუმროს, როგორ შემიძლია გამოვიყენო 3D ვირტუალური 360° ჩემი ბიზნესისათვის?

უძრავი ქონების დასკანირების შედეგად, თქვენ იღებთ მის ზუსტ ვირტუალურ ასლს, რომელიც შეგიძლიათ გაუზიაროთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რის შედეგადაც თქვენს პოტენციურ კლიენტებს საშუალება აქვთ ადგილზე მოსვლის გარეშე დაათვალიერონ შესაძენი ან დასაქირავებელი უძრავი ქონების როგორც ინტერიერი, ასევე ექსტერიერი. ფოტო და ვიდეო მასალით თქვენი ქონების წარმოჩენა კარგია, თუმცა 3D ვირტუალურ რეალობასთან, ვერც ერთი ფოტო და ვიდეო მასალა, ახლოსაც ვერ მოვა.

რამდენად ზუსტია რეალური ობიექტის და მისი ვირტუალური ასლის ზომები?

რეალურ ობიექტსა და მის ვირტუალურ ასლს შორის ზომების და მასშტაბების მაქსიმალური სხვაობა არის 1%. ანუ, სკანირებისას, თქვენ იღებთ რეალური შენობის მინიმუმ 99%-იან ანალოგს, რაც ნიშნავს იმას, რომ ის იდეალურია არქიტექტურული პროექტებისთვის, ზუსტი ზომების დასადგენად.

რა დამატებითი ფუნქციები აქვს მატერპორტს, გარდა 360° 3D ტურისა?

360°-იან ტურში, შესაძლებელია ინტეგრირდეს ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები, როგორებიცაა:

 

- ფოტო, ვიდეო, ტექსტის თუ ვებ გვერდის ბმულის სახით საინფორმაციო ღილაკების დამატება ნებისმიერ დეტალზე, ნივთზე თუ ზედაპირზე

 

- ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, სამშენებლო თუ სხვა ტიპის მაღაზიებისთვის და ასევე გამოფენებისთვის, შესაძლებელია შეიქმნას სპეციალურად მათზე მორგებული  360°-იანი ტური, სადაც თითოეულ პროდუქტს ექნება საინფორმაციო ღილაკი, ამ პროდუქტის აღწერით, ფასით, ზომით და ონლაინ მაღაზიის ბმულით, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებელს ვირტუალურად დაათვალიეროს მაღაზია, აირჩიოს სასურველი ნივთი, მიიღოს მასზე ნებისმიერი ინფორმაცია და ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, პირდაპირ გადავიდეს ონლაინ მაღაზიის იმ გვერდზე, სადაც იყიდება ესა თუ ის ნივთი.

  • შენობა-ნაგებობის ან ხვა უძრავი ქონების 3D მოდელის გადმოწერა, რომელიც თავისუფლად ინტეგრირდება ნებისმიერ 3D  პროგრამაში ან კომპიუტერული თამაშის ძრავში

  • შესაძლებელია ნებისმიერი ზედაპირის ან ფართობის ზუსტი ზომების გამოთვლა

  • VR  სათვალით  360° 3D ტურის დათვალიერება

  • Google Street View - ში ვირტუალური ტურის ინტეგრირება რომ Google Maps-ის და Google Earth-ის ნებისმიერმა ვიზიტორმა შეძლოს მისი დათვალიერება.

შემიძლია თუ არა ვირტუალური ტურის VR სათვალით ნახვა?

რა თქმა უნდა შეგიძლიათ და მეტიც - უკეთესი ეფექტისთვის, რეკომენდებულიც კი არის ვირტუალური ტურის VR სათვალით ნახვა. 

bottom of page